ანა გოთაძე - მედიატორი 2023 წლიდან.
ამჟამად სს „სადაზღვევო კომპანია ალფა“-ს სასამართლო მიმართულების იურისტი, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებები (სამოქალაქო).
ამჟამად სს „სადაზღვევო კომპანია ალფა“-ს სასამართლო მიმართულების იურისტი, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებები (სამოქალაქო).
პროფესიით იურისტი, ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის და მაგისტრის (წარჩინებით) დიპლომებს.
2019 წლიდან გავლილი აქვს 40 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR) და თბილისის ღია უნივერსიტეტის, სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის (TOU CoLE) ერთობლივი მხარდაჭერით.
ანას სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: ვალდებულებითი სამართალი, სანივთო სამართალი, საოჯახო სამართალი, სამემკვიდრეო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, შრომის სამართალი, ბავშვთა უფლებები და საბანკო სამართალი.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, 2022 წლიდან დღემდე სს „სადაზღვევო კომპანია ალფა“-ს სასამართლო მიმართულების იურისტი, 2016-2022 წწ. - სს „ტერაბანკი“-ს იურიდიული და შესაბამისობის განყოფილების იურისტი, 2017 წლიდან - ს.ს.ი.პ. „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ - წევრი, 2015-2016 წწ. - შპს „ტრიბა“-ს იურისტი, 2013-2016 წწ. - ა.ა.ი.პ. „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი“-ს აკადემიური მიმართულების ხელმძღვანელი და ტრენერი.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.