ENG

მედიატორი

არჩილ ცერცვაძე

მედიატორი
სიითი N0136
სასამართლო მედიატორი
არჩილ ცერცვაძე - მედიატორი 2022 წლიდან

ამჟამად საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის დაზღვევის მედიაციის ხელმძღვანელი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის და უნივერსტეტ „გეომედის“ მოწვეული პროფესორი.

ეკონომიკის დოქტორი.დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1991 – 1996 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამყვან სპეციალისტად, განყოფილების უფროსად, სამმართველოს უფროსად; 1996 – 1997 წლებში საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის აპარატის უფროსად; 1997 – 2007 წლებში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად; 2007 – 2008 წლებში USAID - ის პროექტ COREFORM – ის კონსულტანტად; 2008 – 2010 წლებში საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის უფროსად - დაზღვევის მედიატორად და სადაზღვევო - საინფორმაციო ბიუროს დირექტორად; 2010 – 2011 წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის დირექტორად; 2011 – 2015 წლებში საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ექსპერტად; 2015 წლიდან დღემდე არის საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის დაზღვევის მედიაციის ხელმძღვანელი. 2010 წელს გავლილი აქვს გერმანიის ჯანმრთელობის დაზღვევის ომბუდსმენის ოფისის „ჯანმრთელობის დაზღვევის დავების მოგვარების“ პრაქტიკა.

2019 წელს გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის მიერ ჩატარებული მედიაციის ტრენინგ კურსი. 

არჩილ ცერცვაძე არის დავების განმხილველი ცენტრის (DRC) – ის სასამართლოს წევრი და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის გამგეობის წევრი.

არჩილ ცერცვაძე არის 53 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

სამუშაო ენები: ქართული, რუსული.
უკან