ENG

მედიატორი

არჩილ ლეჟავა

მედიატორი
სიითი N0290
სასამართლო მედიატორი
არჩილ ლეჟავა - მედიატორი 2024 წლიდან

ამჟამად იურიდიული კომპანია შპს ,,ელ ფი ეი“-ს (LPA Law Firm) პარტნიორი და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მმართველის საბჭოს წევრი.

პროფესიით იურისტი, ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრის დიპლომს საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

2023 წელს არჩილს გავლილი აქვს RESOLVE-ის 62 საათიანი მედიატორის სასერტიფიკატო პროგრამა.

სტატუსით არის აკრედიტებული მედიატორი თბილისის საქალაქო სასამართლოში.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, 2009 წლიდან დღემდე არის იურიდიული კომპანია ,,ელ ფი ეი“-ს (LPA Law Firm) პარტნიორი, 2004 დან 2009 წლამდე იურიდიული კომპანია „ბი ელ სი“- ს იურისტი. 2003 წელს სტაჟირება აქვს გავლილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტორში;

არჩილი არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2006 წლიდან და ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. იგი ასევე არის აკრედიტებული არბიტრი,საქართველოს არბიტრთა ასოციაციის დამფუძნებელი  წევრი. 2011 წლიდან არჩილი არის ლიცენზირებული პატენტრწმუნებული.

არჩილის სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: სამეწარმეო, საფინანსო, სამშენებლო, კომერციული, სახელშეკრულებო, შრომითი, მემკვიდრეობითი და საოჯახო დავები.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
უკან