ბელა ღურჭუმალიძე - მედიატორი 2025 წლიდან
ამჟამად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტის მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერი.
პროფესიით იურისტი, ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის დიპლომს, სამართალმცოდნეობის სპეციალობით; სერტიფიცირებული ტრენერი;
2023 წელს ბელას გავლილი აქვს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის 60 საათიანი სასერთიფიკატო ტრენინგი.
ამასთან, გავლილი აქვს ტრენერთა ტრენინგი (TOT) კემბრიჯის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, მიშკოლჩის უნივერსიტეტის (უნგრეთი) სამართლის ფაკულტეტის და კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი სასერთიფიკატო კურსი „დასაქმებულთა დაცვა ევროკავშირში“, სტრესის მართვის, ბავშვთა უფლებების, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და შეფასების ერთიანი სისტემის თემაზე ტრენინგები.
ბელას სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: სამეწარმეო, ვალდებულებითი, სანივთო, საოჯახო, სამემკვიდრეო, სახელშეკრულებო, შრომის, სააღსრულებო, საბანკო, საგადასახადო სამართალი.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2015 წლიდან მუშაობს იუსტიციის სისტემაში, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში. 2014 წლიდან მუშაობდა საქართველოს პარლამენტში იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მონიტორინგის მიმართულებით; 2010 წლიდან მეცნიერთა და პედაგოგთა პროფესიული განვითარების საზოგადოების იურისტად. 2009 წლიდან მუშაობდა ნოტარიუსის თანაშემწედ; 2007 წლიდან სტაჟირებას გადიოდა თბილისის პროკურატურაში უფროსი გამომძიებლის თანაშემწედ.
სამუშაო ენები: ქართული; ინგლისური; რუსული