ENG

მედიატორი

ციცია ჯავახიშვილი

მედიატორი
სიითი N0179
სასამართლო მედიატორი
ციცია ჯავახიშვილი - მედიატორი 2023 წლიდან.
 
ამჟამად, იურიდიული კომპანია „დოთს ლეგალ"-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ამასთან „მსოფლიო პროექტების ორგანიზაციის" დირექტორი.

პროფესიით იურისტი, ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომს, და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის მაგისტრის დიპლომს. ფორმალურ განათლებასთან ერთად მას წარმატებით აქვს გავლილი არაერთი ინტენსიური კურსი და ტრენინგი, ბიზნეს სამართლის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მოლაპარაკებების წარმოების, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებსა და სტრასბურგის სასამართლოში სამართალწარმოების შესახებ და სხვა.

ციცია ჯავახიშვილის სამუშაო გამოცდილება ამ დრომდე მოიცავს საჯარო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციაში, პოლონურ საერთაშორისო კომპანიაში და საქართველოში მოქმედ კერძო კომპანიებში იურისტად მუშაობის პრაქტიკას. ციციას სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: კორპორაციული და ბიზნეს, საინვესტიციო, ვალდებულებითი, სახელშეკრულებო, უძრავი ქონების, საოჯახო და შრომითი ურთიერთობები.

 
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური და რუსული.
 
უკან