ENG

მედიატორი

დავით კვიტინი

მედიატორი
სიითი N0163
სასამართლო მედიატორი
დავით კვიტინი - მედიატორი 2023 წლიდან 
 
დავითმა სამართლის ბაკალვრის ხარისხი მოიპოვა თავისუფალ უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ საქართველოს უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი, საერთაშორისო ბიზნეს სამართალში. სწავლის პერიოდში დავითმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლოს კონკურსში, ვილემ ს. ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის კონკურსსა და ICC-ის საერთაშორისო კომერციული მედიაციის კონკურსში. სწორედ ეს გამოცდილება გახდა დავითისთვის დავის მოგვარების ალტერნატიული მეთოდების ინტერესის საფუძველი.
 
ამჟამად დავითი არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრანტი. პარალელურად, ის არის ExpatHub Legal & Tax-ის აღმასრულებელი დირექტორი და 2018 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის VisMoot გუნდს.
 
გარდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრობისა, დავითი ასევე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური
უკან