დავით მახარაძე - მედიატორი 2023 წლიდან
ამჟამად საფინანსო და საბუღალტრო კომპანია „ბედაკო“-ს დამფუძნებელი და დირექტორი.
პროფესიით ეკონომისტი, ფლობს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) დიპლომს, ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით.
2022 წელს დავითს გავლილი აქვს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის (MAG) მიერ აკრედიტებული და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU) დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მხარდაჭერით ჩატარებული მედიაციის (60 საათიანი) სასერტიფიკატო ტრენინგი. აღნიშნული ტრენინგის პროგრამა ეფუძნება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ მედიატორთა ტრენინგ მოდულს. პროგრამის მასალების ნაწილი შეიქმნა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფარგლებში. თსუ-ს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა (TSU NCADR) და ჰიუსტონის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCLH) (აშშ) აკადემიური თანამშრომლობის შედეგად, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) მიერ.
პროფესიული გამოცდილება: დავითი 2015 წლიდან დღემდე არის საბუღალტრო და საფინანსო კომპანია BEDACO-ს დირექტორი; 2014-2015 წლებში იყო ნავთობ კომპანია international business partnership (IBP)-ის მთავარი ბუღალტერი; 2009-2014 წლებში იყო კომპანია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი-ს საფინანსო განყოფილების სპეციალისტი; 2007-2009 წლებში ეკავა სხვადასხვა პოზიციები საბანკო სექტორში.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.