ENG

მედიატორი

ემზარ გეთიაშვილი

მედიატორი
სიითი N0084
სასამართლო მედიატორი
ემზარ გეთიაშვილი - მედიატორი 2022 წლიდან.

ამჟამად სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ადვოკატი სისხლის სამართლის, ასევე არასრულწლოვანთა და ბავშვთა დაცვის სპეციალიზაციით.პროფესიით იურისტი, ფლობს  თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
 
ემზარს გავლილი აქვს ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით,მათ შორის, მედიაციაში 2017 წელს. აგრეთვე, 2021 წელს 60 საათიანი ტრენინგი მედიაციაში, რომელიც ორგანიზებული იყო სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის„ მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

რაც შეეხება მის პროფესიულ გამოცდილებას: 1990-2003წ შსს სამინისტროს სისტემაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებოობას. მათ შორის 1990-1992 წლებში ოპერატიული თანამშრომელი, 1992-1996 წლებში გამომძიებელი, 1996-2001 წლებში კრიმინალური პოლიციის უფროსი, 2001-2003 წლებში რაიონული განყოფილების უფროსი, 2005 წლიდან დღემდე ეწევა საადვოკატო საქმიანობას.

სამუშაო ენები: ქართული, რუსული
უკან