ENG

მედიატორი

გულო დილავერიძე

მედიატორი
სიითი N0194
სასამართლო მედიატორი
გულო დილავერიძე - მედიატორი 2023 წლიდან

ამჟამად საადვოკატო ბიურო „ADVOCO“-სწევრი ადვოკატი და დირექტორის მოადგილე. 2022 წლიდან, ქ. ბათუმში, სამედიცინო დაწესებულების, ისრაელის დონაციის და სუროგაციის ცენტრის, ბირთის/BIRTH იურისტი -  შპს „ინოვაციური სამედიცინო ცენტრი ბირთი“. 2022 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სამართლის კომიტეტის წევრი (აჭარა). აქტიურად არის ჩართული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში.

გულოს გავლილი აქვს“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის”სერთიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა.2017წ. გავლილი აქვს   25 საათიანი ტრენინგი მედიაციაში ორგანიზებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისდავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ.

პროფესიით არის იურისტი.2012 წელიდან ფლობს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის დიპლომს, სპეციალობით სამართალმცოდნებობა. 2015 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

გულოს სამედიაცო საქმეთა კატეგორია არის, საოჯახო, შრომითი, სამედიცინო და კომერციული სამართლის კატეგორიები.

მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს: 2019 წლიდან საადვოკატო ბიურო „ADVOCO“-ს წევრი ადვოკატი და დირექტორის მოადგილე; 2022 წლიდან სამედიცინო დაწესებულების შპს „ინოვაციური სამედიცინო ცენტრი ბირთის“ იურისტი; 2019- 2020 წელსმუშაობდა - შპს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ (სამედიცინო დაწესებულება) იურისტად.2018-2019 წელს მუშაობდა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმი სოციალური მომსახურების ცენტრის (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო) იურისტად.  2015-2018 წელს მუშაობდა სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისტად, ამავე უნივერსიტეტში 2017-2018 წელს იყო მოწვეული პედაგოგი.2016-2018 წლებშიდასაქმებული იყო №17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტად.  2012-2013 წლებში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატ-კონსულტანტის სტაჟიორი.
 
სამუშაო ენა:  ქართული, რუსული, ინგლისური, თურქული.
უკან