ამჟამად „დელოიტი და ტუშის“ სამართლებრივი მრჩეველი; თბილისის საქალაქო სასამართლო, მედიატორი.
პროფესიით იურისტი ფლობს ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო დავების გადაწყვეტის მაგისტრის დიპლომს; ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომებს; ლატვიის უნივერსიტეტის ევროპათმცოდნეობის მაგისტრის დიპლომს.პროფესიით იურისტი, ფლობს საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის დიპლომს; ასევე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი სისხლის სამართალის მიმართულებით.
2017 წელს ირაკლის გავლილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ ჩატარებული 56 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგი. 2017 წლიდან - დღემდე არის აკრედიტებული მედიტორი თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მისი სამედიაციო პრაქტიკა მოიცავს: ვალდებულებით, საოჯახო, სამემკვიდრეო და შრომით დავებს.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2017 წლიდან - დღემდე არის დელოიტი და ტუში, USAID ეკონომიკური მმართველობის პროექტის სამართლებრივი მრჩეველი; 2016 - 2017 წწ. ფრაისვოთერჰაუს საქართველო, უფროსი იურისტი; 2014 - 2016 წწ. ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, იურისტი; 2012 - 2014 წწ. იურიდიული ფირმა GLCC, იურისტი; 2007 - 2008 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟში საქართველოს წარმომადგენლობის სამმართველოს მრჩეველი; 2005 - 2007 წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ადმინისტრაციის იურისტი.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.