ENG

მედიატორი

ირაკლი წურწუმია

მედიატორი
სიითი N0165
სასამართლო მედიატორი
ირაკლი წურწუმია - მედიატორი 2023 წლიდან

ირაკლი წურწუმია არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფინანსებისა და საბანკო საქმის სექტორის წარმომადგენელი, რომლის კარიერა ითვლის თითქმის 20 წელს. ამჟამად მუშაობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Eurocredit-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, სადაც პასუხისმგებელია კომპანიის ოპერაციების მართვაზე რამდენიმე მიმართულებით.

ირაკლი ასევე არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ასოციაციის რეგიონული განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, სადაც ის მუშაობს მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისა და განვითარების ხელშეწყობაზე.

თავისი კარიერის განმავლობაში ირაკლის ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტში, მათ შორის სახალხო ბანკში, პროკრედიტ ბანკში, თიბისი ბანკსა და ბითიეი ბანკში. ასევე მუშაობდა საერთაშორისო ფინტექ სტარტაპ სექტორში ტოპ მენეჯერად და სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ასევე სალიზინგო კომპანიაში ტოპ მენეჯერად. მას აქვს გამოცდილება საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობის.

ირაკლის აქვს მცირე და საშუალო ბიზნესისა და კორპორაციული ბიზნესის დაკრედიტების, რისკების მართვის, ფინტეკ სტარტაპ პროექტებში მუშაობის გამოცდილება, რომელიც მან შეიძინა საფინანსო და საბანკო სექტორში მრავალწლიანი აქტიური მონაწილეობის შედეგად. არის მაგისტრანტი Grenoble Ecole de Management Executive MBA პროგრამაში.
  
ირაკლის გავლილი აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) ჩატარებული, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისგან აკრედიტებული მედიაციის 70 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საუნივერსიტეტო შეჯიბრში მედიაციასთან დაკავშირებით, როგორც მომხსენებლის ისე შემფასებლის რანგში.
 
 
ირაკლის სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: ბიზნეს, საბანკო-საფინანსო და საინვესტიციო დავები.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული. 
 
უკან