ENG

მედიატორი

კობა მემანიშვილი

მედიატორი
სიითი N0033
სასამართლო მედიატორი
კობა მემანიშვილი - მედიატორი 2019 წლიდან.

ამჟამად იურიდიული კომპანია „K&K Consulting”- ის უფროსი იურისტი, ადვოკატი; სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სამოქალაქო სამართლის კომიტეტის თანა-თავმჯდომარე, ტრენერი, ადვოკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
პროფესიით იურისტი ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომებს.
2019 წელს კობას გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (40 სთ.), მხარდაჭერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა (GBA) და თბილისის ღია უნივერსიტეტის (TOU) მიერ. 2019 წლიდან - დღემდე კობა არის მედიატორი მცხეთის რაიონულ სასამართლოში.
მისი სამედიაციო პრაქტიკა არის: ვალდებულებითი სამართალი, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2018 წლიდან - დღემდე არის სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სამოქალაქო სამართლის კომიტეტის თანა-თავმჯდომარე; 2016 წლიდან - დღემდე - სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის“ ტრენერი 5 სხვადასხვა მოდულში. 2015 წლიდან - დღემდე - „საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი (International Bar Association – IBA, Website: www.ibanet.org; ორი კომიტეტის წევრი: 1. ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტი და 2. ევროპის რეგიონული ფორუმი); 2010 წლიდან - დღემდე - ადვოკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით (საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის სიითი ნომერი 4854); 2008 წ - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა / სერტიფიკატი.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან