ლელა ქსოვრელი - მედიატორი 2025 წლიდან
ლელა ქსოვრელი არის სერტიფიცირებული მედიატორი, ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და ამავე უნივერსიტეტში ასწავლის ფინანსებსა და მენეჯმენტს.
მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება საერთაშორისო განვითარების სფეროში, აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა დონორთა დაფინანსებულ პროგრამებში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს ფინანსურ მართვას, დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებას, შესაბამისობასა და რისკების მართვას. კარიერის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მრავალმხრივ შეთანხმებებს და უზრუნველყოფდა პარტნიორებისთვის ტრენინგებს რეგულაციების მოთხოვნებზე და ფინანსურ ანგარიშგებაზე.
მისი პროფესიული ინტერესის სფეროს წარმოადგენს ბიზნესისა და კომერციული დავების მედიაცია, სადაც კონტრაქტებსა და მოლაპარაკებებში მისი მდიდარი გამოცდილება საშუალებას აძლევს მხარეებს მიაღწიონ სამართლიან შეთანხმებას.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული