ელისაბედ შენგელია - მედიატორი 2026 წლიდან
სს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსი, სტრატეგიული დავების კონსულტანტი და პრაქტიკოსი ადვოკატი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრი და კერძო სამართლის მაგისტრი.
ელისაბედს აქვს სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის სფეროში 9-წლიანი პროფესიული გამოცდილება, მათ შორის შრომითი სასამართლო დავების წარმოების, სამეწარმეო, ინტლექტუალური საკუთრების, სახელშეკრულებო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში წარმოებული აქვს 200-ზე მეტი სასამართლო დავა მაღალი წარმატების მაჩვენებლით, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე დავების ალტერნატიული გადაწყვეტისა და მედიაციის პროცესებში წარმომადგენლობის მიმართულებით.
2022 წელს გავლილი აქვს მედიაციის 60-საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი, ხოლო 2024-2025 წლებში წარმატებით გაიარა მედიატორობის მსურველი პირის სერტიფიცირების პროგრამის პრაქტიკული ეტაპები, მათ შორის რეალური მედიაციის გაძღოლის უნარ-ჩვევების შეფასება.
2023 წლიდან არის „პრაქტიკული სწავლების ცენტრის“ (PLC) დამფუძნებელი, დირექტორი და ტრენერი, სადაც ახორციელებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით სასწავლო კურსებს და მონაწილეობს მომავალი იურისტებისა და ადვოკატების პროფესიულ მომზადებაში. მისი მონაწილეობით გადამზადებულია 3000-ზე მეტი იურისტი.
ელისაბედი ასევე არის სერტიფიცირებული ტრენერი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერი. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს პროფესიული აღიარებები, მათ შორის „წლის საუკეთესო იურისტის“ სტატუსი.
არის შრომის სამართლის პრაქტიკული სახელმძღვანელოს თანაავტორი და სამართლებრივ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.