ხატია ბლიაძე - მედიატორი 2026 წლიდან
ამჟამად, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკი.
პროფესიით სოციალური მუშაკი, ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სპეციალობით.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, 2025 წლიდან არის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკი; 2024-2025 წწ. – აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტის სოციალური მუშაკი, სადაც უზრუნველყოფდა მხარეთა სოციალურ მომსახურებასა და მხარდაჭერას ბიუროს ფარგლებში მიმდინარე პროცესების დროს.
2021-2022 წწ. – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკი; 2019-2021 წწ. – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკი.
გავლილი აქვს პროექტების მართვისა და არაფორმალური განათლების საერთაშორისო ტრენინგები, ასევე ემოციური სირთულეების მქონე პირთა მხარდაჭერაში. არაფორმალური განათლების პოტენციალები – The Alliance of European Voluntary Service Organization (2023). პროექტების მართვა – The Alliance of European Voluntary Service Organization (2022). ემოციური სირთულეების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერა – მაკ ჯორჯია (2022). განათლება ჩვენი უფლებაა – პროგრესის ცენტრი (2020). სოციალური მუშაობის სამართლებრივი რეგულაციები – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი (2019).
სამუშაო ენები : ქართული, ინგლისური