ENG

მედიატორი

ლიანა ქარცივაძე

მედიატორი
სიითი N0044
სასამართლო მედიატორი
ლიანა ქარცივაძე - მედიატორი 2017 წლიდან.

ამჟამად გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერი; თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი.
პროფესიით იურისტი ფლობს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი, უნგრეთი) სამართლის მაგისტრის დიპლომს საერთაშორისო ბიზნეს სამართალში; ი. ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომს.
2018 წლიდან ლიანას გავლილი აქვს დავების ეფექტიანი გადაწყვეტის ცენტრის (Center for Effective Dispute Resolution (CEDR), ლონდონი, დიდი ბრიტანეთი ტრენინგი მედიაციაში და არის აკრედიტებული მედიატორი. ასევე 2017 წელს გავლილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ ჩატარებული 56 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგი. 2017 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლო, მედიატორი; 2019 წლიდან - დღემდე - სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ წევრი (მედიატორთა ერთიანი რეესტრის მედიატორი).
მისი სამედიაციო პრაქტიკა მოიცავს: კომერციული, ვალდებულებითი, საოჯახო, სამემკვიდრეო და შრომით დავებს.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2019 წლიდან - დღემდე - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) - პროექტის მენეჯერი (პროექტის მიზანია საქართველოში მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარება); 2016 - 2018 წწ - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) - ექსპერტი დავების ალტერნატიული გადაწყვეტის საკითხებში; 2014 - 2016 წწ - ა(ა)იპ „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი“ - გენერალური მდივანის მოადგილე; 2010 წლიდან - დღემდე - აკადემიური საქმიანობა საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში; 2007 - 2015 წწ - იურისტი სხვადასხვა იურიდიულ ფირმებში როგორც საქართველოში, ისე ევროპაში.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
უკან