მადონა ნიკოლაიშვილი - მედიატორი 2019 წლიდან.
ამჟამად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აკრედიტებული მედიატორი, 2019 წლიდან - დღემდე არის სასამართლო მედიაციის ცენტრის მედიატორი თბილისის, რუსთავისა და თელავის საქალაქო სასამართლოებში;
2020 წლიდან დღემდე არის სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აკრედიტებული ტრენერი.
პროფესიით იურისტი, ინჟინერ - ეკონომისტი, მათემატიკის მასწავლებელი. წარჩინებით დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა, ამჟამად აგრძელებს სწავლას სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. დამთავრებული აქვს აგრეთვე ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი; არის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
2019 წლიდან მადონას გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, UNDP, EU4Justice – 56 საათიანი მედიატორის ტრენინგი. 2018 წელს - საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ტრენინგი - „ბავშვზე ძალადობა და უგულებელყოფა: პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება“; 2018 - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში; 2018 წელს ასევე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, მედიაცია სისხლის სამართალში; 2018 წელს - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, შესავალი მედიაციაში.
მადონას სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: საოჯახო, სამემკვიდრეო, შრომითი და ფინანსური დავები.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2020 წლიდან დღემდე იგი არის შპს NEU-ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2011 წლიდან მათემატიკის წამყვანი პედაგოგი თბილისის # 2 საჯარო სკოლაში,
2018 -2019 წლებში იყო სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიატორი, 2020-2024 წლებში - USAID საბაზისო განათლების პროგრამის საგრანტო პროექტის ტრენერ-ქოუჩი, 2016 - 2019 წლებში - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი; 1986-1998 წ.წ. -სახარჯთაღრიცხვო - სახელშეკრულებო განყოფილების უფროსი, - სამშ. სამონტაჟო ტრესტი.
სამუშაო ენები: ქართული, რუსული.
.