ENG

მედიატორი

მაია ასანიძე

მედიატორი
სიითი N0159
სასამართლო მედიატორი
მაია ასანიძე - მედატორი 2023 წლიდან. 
 
ამჟამად საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხოციელების მიზნით ბავშვის ფსიქოლოგის  უფლებამოსილების შემსრულებელი, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ საჩხერის კაბინეტის ფსიქოლოგი,  კერძო რეპეტიტორი  ზოგად უნარებში.

პროფესიით ფსიქოლოგი, ფლობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსიოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დიპლომს.

2012 წელს  ჩაბარებული აქვს მასწავლებლის საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა (მათემატიკის მასწავლებელი I-VI კლასი) და მიღებული აქვს შესაბამისი სერთიფიკატი. გავლილი აქვს  ტრენინგები: 2023 წელს - სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა; ორგანიზაცია ფსიქოლოგიური განათლების სახლი, „პრობლემური ქცევის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია და ძალადობის პრევენცია ბავშვებში“; მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის „ინკლუზიური განათლება“; სპეციალური განათლების პედაგოგთა ასოციაცია „რთული ქცევის მართვა“, აკადემია ალტერბრიჯი „ემოციური ინტელექტი“.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, 1989-2004 წლებში  იყო საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის N 2 საჯარო სკოლის ფსიქოლოგი, 2004-2007 წლებში  - შპს „ჭიათურის ქალაქის პოლიკნიკის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს“ ფსიქოლოგი, 2004-2014 წლები - სს საჩხერის რ/პოლოკლინიკის განყოფილების რეაბილიტაციის კაბინეტის ფსიქოლოგი.
 

სამუშაო ენა: ქართული
უკან