ENG

მედიატორი

მარინა ბერაძე

მედიატორი
სიითი N0145
სასამართლო მედიატორი
მარინა ბერაძე - მედიატორი 2022 წლიდან

2015 წლიდან დღემდე არის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატის“ დირექტორი. ასევე, 2022 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი - საჯარო მართველობისა და პოლიტიკის მიმართულებით.

2019 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, გაირა ტრეინინგი - „წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში“, ხოლო 2021-2022 წლებში, დაასრულა  მედიატორობის 3 საფეხურიანი კურსი.

პროფესიით არის ექიმი-სტომატოლოგი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. არის ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორ ალ. ედიბერიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. 2011-2015 წლებში იყო დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი.

2010-2012 წლებში მარინა ბერაძე იყო თბილისის საკრებულოში მიწვეული ექსპერტი. არის არასამთავრობო ორგანიზაცია - „გვახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ასევე,  ათეულობით პუბლიკაციის, სტატიის და მონოგრაფიის ავტორი. მას აქვს კლინიცისტ ექიმად მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება.

სამუშაო ენები:  ქართული, რუსული.
უკან