ENG

მედიატორი

მედეა ინასარიძე

მედიატორი
სიითი N0199
სასამართლო მედიატორი
მედეა ინასარიძე - მედიატორი 2023 წლიდან

ამჟამად არის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის უფროსი იურისტი.

პროფესიით იურისტი ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ბიზნეს სამართლის მიმართულებით; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს.

მედეას გავლილი აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული მედიაციის (60-საათიანი) სასერტიფიკატო ტრენინგი. წარმატებით გაიარა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამსაფეხურიანი პროგრამა.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: მედეა 2017 წლიდან არის ადვოკატი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, აქვს სპეცილიზაცია ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო) და მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას კერძო კომპანიებისთვის. ასევე, მედეა 2019-2021 წლებში იყო EMWI პროლოგის კოორდინატორი. 2018 წლიდან დღემდე მედეა არის სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კლინიკის მენტორი. 2013-2022 წლამდე იყო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის იურისტი.

მედეა ეთიკის კომისიის წევრთა სამაგიდო წიგნის თანაავტორია (პუბლიკაცია მომზადდა USAID-EWMI-PROLoG ის პროექტის მხარდაჭერით).მედეა იყო რამდენიმე საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი, მას სხვადასხვა პერიოდში გავლილი აქვს პროფესიული და საკვალიფიკაციო კურსები.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან