ENG

მედიატორი

ნანა ჯაფარიძე

მედიატორი
სიითი N0353
სასამართლო მედიატორი
ნანა ჯაფარიძე - მედიატორი 2025 წლიდან

ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სხდომის მდივანი.

პროფესიით იურისტი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს, აგრეთვე ზაარლანდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ევროპული და გერმანული სამართლის მიმართულებით, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სრული დაფინანსებით. სწავლების პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა აკადემიურ და პროფესიულ გაცვლით პროგრამებში, მათ შორის მიუნსტერის უნივერსიტეტში გერმანული სამართლის მიმართულებით. აგრეთვე, სტაჟირების პროგრამებში ზაარლანდის  სასამართლოებში, პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროსა და გერმანიის პარლამენტში (Deutscher Bundestag).

2024 წლიდან ნანას გავლილი აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისაგან აკრედიტებული მედიაციის 60 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი.

სამუშაო გამოცდილება: 2019-2021 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს სპეციალისტი, ხოლო 2017-2019 წლებში ამავე სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს სტაჟიორი.

ნანას ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

სამუშაო ენები: ქართული, გერმანული.

უკან