ნანა თოფურია - მედიატორი 2025 წლიდან
ამჟამად ნანა იკავებს იურისტის პოზიციას იურიდიულ ფირმა LPA-ში, სადაც სამართლებრივ მომსახურებას უწევს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ კლიენტებს - მათ შორის, კომერციულ ორგანიზაციებსა და კერძო პირებს.
მისი პრაქტიკის არეალი ძირითადად მოიცავს შემდეგ სამართლებრივ მიმართულებებს: საკორპორაციო და კომერციული სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, სამშენებლო სამართალი, შრომის სამართალი, მემკვიდრეობითი და საოჯახო სამართალი.
მისი პრაქტიკის არეალი ძირითადად მოიცავს შემდეგ სამართლებრივ მიმართულებებს: საკორპორაციო და კომერციული სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, სამშენებლო სამართალი, შრომის სამართალი, მემკვიდრეობითი და საოჯახო სამართალი.
პროფესიით იურისტი, ფლობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხს (cum laude) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხს (Cum Laude). მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მას არაერთხელ აქვს მოპოვებული სახელმწიფო სტიპენდია.
ნანას გავლილი აქვს სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის 60-საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგკურსი.
ნანა არის ადვოკატი საერთო და ბავშვთა უფლებების სპეციალიზაციით. იგი ასევე წარმოადგენს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრს და მიღებული აქვს არაერთი სერტიფიკატი სამართლის მიმართულებით განხორციელებულ კონფერენციებში მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.