ნანა თურმანიძე - მედიატორი 2024 წლიდან.
იურიდიული კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ რეგიონული წარმომადგენელი ბათუმში. იგი 2023 წელს ბრიტანული იურიდილი კვლევითი გამომცემლობის - the Legal 500-ის მიერ დასახელდა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" იურისტთა გუნდის გამორჩეულ წევრად.
ნანამ 2020 წელს წარმატებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ხოლო 2023 წელს წარმატებით დაიცვა ნაშრომი ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე კერძო სამართლის მიმართულებით. 2023 წელს მან დაასრულა ევროპული სამართლისა და ეკონომიკის ინტენსიური პროგრამა რიგის სამართლის სკოლაში.
ნანამ 2022 წელს გაიარა მედიაციის კლინიკა „თბილისის სახელმწფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის“ (NCADR) ბაზაზე. ხოლო 2023 წელს „ედვარდსის მედიაციის აკადემიისა“ და „ი ბი ეი მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრის“ ურთიერთანამშრომლობით განხორციელებული მედიაციის კურსი. ნანას სამედიაციო საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება: კორპორაციული, კომერციული, კონკურენციის, ტექნოლოგიური და შრომითი დავები.

გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, ნანა აქტიურადაა ჩართული აკადემიურ საქმიანობაში, მას გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია სამართლის პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის, იგი გახლავთ ავტორი 2023 წელს საკორპორაციო სამართლის IV კრებულში გამოქვეყნებული ნაშრომის - „ორგანიზაციული მართვა და კონკურენციის შესაბამისობა საკორპორაციო სამართალში“, თანაავტორი 2022 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუს სამართლის მიმოხილვის N4 ორენოვანი ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის „კონკურენციის აკრძალვა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის შესაბამისად“, 2022 წელს გამოქვეყნებული ორენოვანი წიგნის - „საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის სამართლებრივი და ეკონომიკური გავლენის“ თანაავტორი. ასევე, ნანა გახლავთ 2023 წელს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და საქართველოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაცის (ILO) მხარდაჭერით მომზადებული საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარების ასისტენტ-მკვლევარი.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.