ENG

მედიატორი

ნანა უზნაძე

მედიატორი
სიითი N0190
სასამართლო მედიატორი
ნანა უზნაძე - მედიატორი 2023 წლიდან

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და იმავე უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულია.

2021 წელს გაიარა სტაჟირება სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" სერტიფიცირების, განათლების და წევრობის მართვის სამსახურში. 2018 წელს მედიაციის საკომუნიკაციო კამპანის ფარგლებში გაიარა სტაჟირება სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო “Peritus Group-ში”.

გავლილი აქვს “თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის” (TSU NCADR) 32 - საათიანი ონლაინ ტრენინგი მედიაციაში (2021), სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” მიერ აკრედიტებული მედიაციის 70-საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი (2022) და “დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის” (INADR) 8-საათიანი ინტენსიური ტრენინგი მედიაციაში (2021).

არის სტატიების ავტორი მედიაციის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან