ნათია კორკოტაძე - მედიატორი 2024 წლიდან
პროფესიით იურისტი, ადვოკატი, ფლობს ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტის დიპლომს.
2004 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, გახლავთ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, ამასთან აქვს ადვოკატის დამატებითი სპეციალიზაცია, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, ასევე ბავშვთა უფლებებში.
2013-17 წლებში ნათია კორკოტაძე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი.
2017 წლიდან იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სოციალური დაცვის ფონდის თავმჯდომარე.
ნათიას გავლილი აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტილების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან აკრედიტირებული მედიაციის 70 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი.
სამუშაო ენები: ქართული, რუსული