ENG

მედიატორი

ნიკოლოზ გოგილიძე

მედიატორი
სიითი N0247
სასამართლო მედიატორი
ნიკოლოზ გოგილიძე - მედიატორი 2023 წლიდან.

ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში საქმიანობს 2004 წლიდან. ამ წლების განმავლობაში იგი აქტიურად იყო ჩართული დარგის განვითარებაში როგორც საჯარო ისე კერძო სექტორის მხრიდან.

2014 წელს ნიკოლოზი 4 წლის ვადით დაინიშნა სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარედ. მისი ვადის განმავლობაში ნიკოლოზი წარმოადგენდა საქართველოს საერთაშორისო პლატფორმებზე და ჩართული იყო ევროკავშირს, თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მოლაპარაკებებში ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით. ამავე დროს, იგი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორანიზაციაში (ისმო) თავმჯდომარეობდა ლისაბონის შეთანხმების სამუშაო კომიტეტსა და ისმო-ს გენერალური ასამბლეის მადრიდის კავშირს.

2018 წლიდან ნიკოლოზი არის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში მოქმედი იურიდული კომპანიის, შპს „მიქაძე გეგეჭკორი თაქთაქიშვილის“ დირექტორი და მმართველი პარტნიორი. 2020-2020 იგი მიწვეული იყო ექსპერტად ევროპის ინტელექტუალური საკუთრების უწყების მიერ, რათა მოემზადებინა სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინების სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი და შესაბამისი საკანონმდებლო ცვილებების პროექტი. ამავე პროექტის ფარგლებში, იგი მონაწილეობდა ექსპერტად სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის პრაქტიკული სახელმძღვანელოს მომზადების პროცესში.

2004 წლიდან ნიკოლოზი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ხოლო 2010 წლიდან საქართველოს პატენტრწმუნებული. ადვოკატთა ასოციაციაში იგი არის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომარე.

ნიკოლოზი არის ისმო-ს მიერ სერტიფიცირებული ინტელექტუალური საკუთრების ტრენერი და 2006 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერისტეტებსა და საერთაშორისო კურსებში.
უკან