ENG

მედიატორი

ნინო ბახტაძე

მედიატორი
სიითი N0227
სასამართლო მედიატორი
ნინო ბახტაძე - მედიატორი 2023 წლიდან.

ბაკალავრიატში სწავლობდა ეკონომიკასა და სამართალს, ხოლო მაგისტრის ხარისხი მიენიჭა ევროპის სამართალში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

DAAD-ის სტიპენდიანტმა სამართლის დოქტორის ხარისხი (Dr. iur.) მიიღო კელნის უნივერსიტეტში (გერმანია). დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში იგი მუშაობდა რამდენიმე გერმანულ საადვოკატო კომპანიაში.  2004 წლიდან იგი საქართველოს პატენტრწმუნებულია, ხოლო 2006 წლიდან მუშაობს ასევე ადვოკატად სამოქალაქო სამართლისა და კერძოდ, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში (იხ. www.patent-attorney.ge).

ნინო ბახტაძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და გერმანიის პატენტრწმუნებულთა ასოციაციის (VPP) წევრია. იგი საქმიანობს ასევე, როგორც ლექტორი და ტრენერი/ექსპერტი ინტელექტუალური საკუთრებისა და საჯარო შესყიდვების სფეროში და ასოციირების შეთანხმების (AA/DCFTA) საკითხებში. ნინო ბახტაძე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრია 2023 წლიდან.

პუბლიკაციები:
ელ. წიგნი – Bakhtadze, „Trademark Protection in Georgia and Germany“, 2014, The Peter Lang Publishing, ISBN 978-3-631-65424-8

სამუშაო ენები: ქართული, გერმანული, ინგლისური და რუსული.
უკან