ENG

მედიატორი

ნინო ჯოხაძე

მედიატორი
სიითი N0278
სასამართლო მედიატორი
ნინო ჯოხაძე - მედიატორი 2024 წლიდან.

ამჟამად, ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია Foresight Investment Group - ის იურიდიული და შესაბამისობის მენეჯერი.

პროფესიით იურისტი. ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის: კერძო სამართლის მაგისტრისა და სამართალმცოდნეობის ბაკალავრის და კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის LLM zu Köln დიპლომებს.

2023 წელს ნინოს გავლილი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის 60-საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსი.
ნინოს სამედიაციო საქმეთა კატეგორია მოიცავს: ვალდებულებით, საოჯახო, სამემკვიდრეო და შრომით დავებს.

რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2022 წლიდან - დღემდე არის “Foresight Investment Group“ - იურიდიული და შესაბამისობის მენეჯერი; ხოლო იურისტის პოზიციას იკავებდა შემდეგ კომპანიებში: 2021 - 2022 წ. - შპს „აი სი არ ტრეიდი“; 2020-2021 წ. შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“; 2017-2019 წ. შპს „საქართველოს ფოსტა“; 2016 – 2017 წ. თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის (სტაჟიორი).

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან