ENG

მედიატორი

ნინო ზუხბაია

მედიატორი
სიითი N0070
სასამართლო მედიატორი
ნინო ზუხბაია - მედიატორი 2022 წლიდან

ამჟამად ახორციელებს კერძო საადვოკატო საქმიანობას. 2006 წლიდან - დღემდე ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. დამატებითი სპეციალიზაცია აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ასევე ბავშვთა უფლებების (სამოქალაქო) სფეროში.
პროფესიით იურისტი. ფლობს  თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სიურისტის დიპლომს. (მაგისტრთან გათანაბრებული).
2019 წელს გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა(NCADR) და თბილისის ღიაუნივერსიტეტის (TOU) მიერ მხარდაჭერილი40-საათიანი სასერტიფიკატო კურსი მედიაციაში;
2019 წელს გავლილი აქვს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერილი 56 საათიანი სასერტიფიკატო კურსი მედიაციაში.
2020 წელს გავლილი აქვს მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის (CPCD), საერთაშორისო ორგანიზაცია ,,HEKS EPPER’’-ის  და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ მხარდაჭერილი ორ თვიანი სასერტიფიკატო კურსი - ,,კონქლიქტების მართვა - სამხრეთ კავკასიის სიტუაციური ანალიზი“.
 
სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: საოჯახო, შრომითი, სამემკვიდრეო, სანივთო   და სხვა დავები.
 
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2006 წლიდან - კერძო საადვოკატო საქმიანობა. 2008-2010 მუშაობდა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა დასავლეთ საქართველოში მოწვეული სპეციალისტის სახით; 2006-2007 World Vision International (WVI) წარმომადგენლობა საქართველოში (ქუთაისის ფილიალი) განათლების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
 
სამუშაო ენა: ქართული.
უკან