ENG

მედიატორი

ნუცა ტურაშვილი

მედიატორი
სიითი N0325
სასამართლო მედიატორი
ნუცა ტურაშვილი- მედიატორი 2025 წლიდან

ნუცა ტურაშვილი არის სერტიფიცირებული მედიატორი, რომელსაც აქვს ექვს წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება ადამიანური კაპიტალის მართვასა და იურიდიულ საქმიანობაში.

ამჟამად გახლავთ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის ოფისის მენეჯერი, იურიდიული კომიტეტისა და საბჭოს წევრი.

იგი ფლობს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის და ბაკალავრის ხარისხს. ხოლო, 2024 წლიდან სწავლობს განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე.

2025 წლის 11 აპრილიდან, ნუცა ტურაშვილმა დაიკავა ასისტენტის აკადემიური თანამდებობა, განათლების მეცნიერებების მიმართულებით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში. აკადემიურ და ადმინისტრაციულ სამუშაოსთან ერთად, იგი არის „SAT College Board“-ის საგამოცდო მენეჯერი.

2024 წელს ნუცა ტურაშვილი მიიწვიეს აშშ-ში გამართულ „RAIS“-ის 38-ე კონფერენციაზე, სადაც მან წარადგინა კვლევითი ნაშრომი თემაზე "პანდემიის გავლენა შრომით ურთიერთობებზე – დისტანციური მუშაობა და მისი სპეციფიკა საქართველოში".

მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობას, სხვადახვა თანამდებობებზე. ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სასწავლო პროგრამასა და სემინარებში, როგორიცაა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სამსაფეხურიანი სერტიფიცირების პროგრამა, HR ანალიტიკა, კომუნიკაცია სამუშაო გარემოში, ცვლილებების მართვა და DEI (მრავალფეროვნება, თანასწორობა, ინკლუზია).

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
უკან