ოთარ დუღაშვილი - მედიატორი 2023 წლიდან
იურიდიული კომპანიის „აბაშიძე და პარტნიორების“ პარტნიორი. პროფესიით იურისტი. 2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტის კვალიფიკაციით;
ოთარს გავლილი აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) ჩატარებული, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისგან აკრედიტირებული მედიაციის 60 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი;
პროფესიული გამოცდილება: 2006-2013 საერთაშორისო სამართლისა და შესყიდვების ხელშეკრულებების ექსპერტიზის სამმართველო, თავდაცვის სამინისტრო; 2013-2014 საერთაშორისო სამართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, თავდაცვის სამინისტრო; 2014-2022 უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.