ENG

მედიატორი

ოთარ მაჩაიძე

მედიატორი
სიითი N0089
სასამართლო მედიატორი
ოთარ მაჩაიძე - მედიატორი 2022 წლიდან.

იურიდიუდილი კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ პარტნიორი. „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ და „ი ბი ეი მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრის“ საქმის წარმოების ხელმძღვანელი. GIPA-ს სამართლის და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

ოთარს იურიდიული განათლება მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2013 წლებში. 2015 წელს წარჩინებით დაასრულა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კერძო სამართლის მიმართულებით. 2020 წელს კი წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.2014 წელს ოთარმა წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა კერძო სამართლის მიმართულებით და გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, რის შემდეგაც ეწევა აქტიურ საადვოკატო საქმიანობას და როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ახორცილებს კლინეტების ინტერესების წარმოდგენას სასამართლო, საარბიტრაჟო და სამედიაცო განხილვისას.

ოთარს 2012 წლიდან გავლილი აქვს მედიაციის და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის არა ერთი ტრეინინგი და კურსი, მათ შორის NCADR-ის მედიაციის საზაფხულო სკოლა 2012 წ.) და CEDR-ის TOT მედიაციაში (2018 წ.). 2022 წლიდან არის აკრედიტირებული მედიატორი. ოთარის სამედიაციო საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება: კომერციული, შრომითი და საოჯახო დავები.

გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, ოთარ აქტიურადაა ჩართული აკადემიურ საქმიანობაში, გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია და მონოგრაფია: „უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებისა და ცნობა-აღსრულების პირობები საარბიტრაჟო წარმოებისას“. ამასთან, 2016 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, 2016-2019 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის მედიაციის მოწვეული ლექტორი, 2020 წლიდან კი საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან