ქეთევან კუხიანიძე - მედიატორი 2022 წლიდან
ამჟამად პროფესორი ქუთაისის უნივერსიტეტში. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორი. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ბავშვის უფლებათა დაცვის ადვოკატი. რიგის სტრადინას უნივერსიტეტის პოსტ დოქტორი. რიგის სტრადინას უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის „ სოკრატეს“ სამეცნიერო საბჭოს წევრი.
პროფესიით იურისტი, სამართლის დოქტორი, ევროპათმცოდნეობის მაგისტრი. ფლობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის, ლატვიის უნივერსიტეტის ევროპათამცოდნეობის მაგისტრის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომს.
2017წ. ქეთევანს გავლილი აქვს 25 საათიანი ტრენინგი მედიაციაში ორგანიზებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისდავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ. 2021 წელს -60 საათიანი მედიატორის ტრენინგი ორგანიზებული საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ. 2021 წელს საქართველოს უნივერსიტეტის და INADR მიერ ორგანიზებული 8 საათიანიმედიაციის ტრენინგი მეოცე საერთაშორისო სამედიაციო შეჯიბრის ფარგლებში.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2019 წელს ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გახლდათ მიწვეული პროფესორი ლაზარსკის უნივერსიტეტში-ვარშავა, პოლონეთი. 2022 წელი-მიწვეული პროფესორი ალექსანდრუ იონ კუზას უნივერსიტეტში- ბუქარესტი, იასში.2018-2019 წლებში-გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის სასწავლო-ადმინისტრირების დარგში ხელმძღვანელის მოადგილე. 2019წ-დღემდე-იურისტთა უმაღლესი სკოლის სამოქალაქო განათლების ტრენერი.
2017 წლიდან დღემდე არის კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ექსპერტი. 2012-2018 წლებში- სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერი. 2016-2018 წლებში- N#59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიისდა მის შემადგენლობაში შემავალი ყველა საარჩევნო უბნის წარმომადგენელი. 2014 წლიდან დღემდე - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ტრენერი. 2013–2014წწ. შ.პ.ს განათლების ექსპერტი-იურისტი. 2011–2012წწ.სსიპ განათლების ხარისხი განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალისტი.
ქეთევან კუხიანიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული 18-მდე სამეცნიერო კონფერენციაშიდა ასევე არის ავტორი 20 მდე სამეცნიერო სტატიის.2012 წელს მიღებული აქვს კვლევითი სტიპენდია “Max Planck Society Research Scholarship”, რის საფუძველზეც კვლევითი საქმიანობა განახორციელა გერმანიაში მაქს პლანკის კვლევით ინსტიტუტში. 2010 წელს გაიარა ინტენსიური სემინარი ბრიუსელსა და ლუქსემბურგში (ევროპის პარლამენტი, ევროპის საბჭო, ევროპის კომისია, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო).
ქეთევანის სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: სამეზობლო, საოჯახო, სამემკვიდრეო და შრომითი დავები.
სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული.