ENG

მედიატორი

სალომე ბეჟაშვილი

მედიატორი
სიითი N0010
სასამართლო მედიატორი
სალომე ბეჟაშვილი - მედიატორი 2019 წლიდან.

ამჟამად BBK – Business and Law - ს დამფუძნებელი პარტნიორი, დირექტორი; საქართველოს მედიაციის პალატის - „ბიბიქეი“დამფუძნებელი წევრი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე; საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის იურიდიული სამსახურის უფროსი; მცხეთის რაიონული სასამართლოს მედიატორი.

პროფესიით იურისტი ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრის დიპლომს და სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომს.
2019 წელს სალომეს გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (40 სთ.), მხარდაჭერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა (GBA) და თბილისის ღია უნივერსიტეტის (TOU) მიერ. 2019 წლიდან არის აკრედიტებული მედიატორი მცხეთის რაიონულ სასამართლოში. 2018 წელს ასევე გავლილი აქვს მედიაციის ტრენინგი, თსუ, EU UNDP; 2017 წელს - ადვოკატის როლი მედიაციის განვითარებაში, GBA; 2012 წელს - პირველი ეროვნული შეჯიბრი მედიაციის სამართალში - (STCL), (USAID), (EWMI), (JILEP); 2012 წ - საგადასახადო / სამედიცინო მედიაცია - (STCL), (USAID), (EWMI), (JILEP);
სალომეს სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: ვალდებულებითი, საოჯახო, სამემკვიდრეო და შრომითი დავები.

რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2019 წლიდან - GBA მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე; 2016 წლიდან - BBK – Business and Law (Law firm - საადვოკატო ბიურო) მმართველი პარტნიორი; 2016 წლიდან - საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია, იურიდიული სამსახურის უფროსი; 2017 წლიდან - მაკლერ.გე - იურიდიული სამსახურის უფროსი; 2015 – 2016 წწ - ევროპის მძლეოსნობის 2016 წლის ჩემპიონატის ს. კომიტეტი - იურიდიული სამსახურის უფროსი; 2014 – 2015 წწ - EYOF 2015 იურიდიული სამსახურის უფროსი; 2014 წ - სადაზღვევო კომპანია კამარა - KAMARA -იურისტი; 2014 წ - დეველოპერული კომპანია - საბა + მთავარი იურისტი; 2012 – 2014 წწ -საქართველოს მთავრობის კანცელარია; პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი / იურიდიული დეპარტამენტი - მრჩეველი; 2011 – 2012 წწ - ნოდია, ურუმაშვილი დაპ.-იურისტი.

სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.
უკან