ENG

მედიატორი

სალომე გორგოძე

მედიატორი
სიითი N0216
სასამართლო მედიატორი
სალომე გორგოძე - მედიატორი 2023 წლიდან

ამჟამად იურიდიული ოფისის „დოთს ლეგალ“-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.

განათლება აქვს მიღებული საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში როგორიცა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სამართალმცდონეობის ბაკალავრი) და თბილისის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი (კერძო და საერთაშორისო სამართლის ქართულ/ინგლისური სამაგისტრო პროგრამა).

2022 წელს სალომეს გავლილი მედიაციის აკრედიტირებული 60-საათიანი სასერტიფიკატო პროგრამა და 2019 წელს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გაძლიერებული კურსი მედიაციასა და მოლაპარაკებებში, ქართველ და გერმანიიდან მოწვეულ ტრენერებთან ერთად. გარდა სასერტიფიკატო კურსებისა მას ფორმალური განათლების ფარგლებში უმაღლეს დონეზე აქვს გავლილი მოლაპარაკებებისა და მედიაციის კურსები. მას ასევე წარმატებით აქვს გავლილი გაეროს განვითარების პროგრამის ინტენსიური კურსი „სამართალწარმოება გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებსა და სტრასბურგის სასამართლოში“ და მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციისა და საქპატენტის მიერ ორგანიზებული „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“-ს სასერტიფიკატო პროგრამა.

2015 წლიდან იგი ეწევა აქტიურ იურიდიულ პრაქტიკას კერძო სექტორში, როგორც კორპორატიული იურისტი, ხოლო მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს სხვა დანარჩენ სფეროებთან ერთად წარმოადგენს სამშენებლო ბიზნესი, სარეკლამო და კინო ინდუსტრია. 2017-2019 წლებში სალომე წარმოადგენდა ააიპ „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ ეროვნული გამგეობის წევრს.

სალომეს სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: კორპორაციული და ბიზნეს, საავტორო და მომიჯნავე უფლებები, სახელშეკრულებო და ვალდებულებითი ურთიერთობები.

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
 
უკან