სალომე ტყემალაძე - მედიატორი 2025 წლიდან
პროფესიით იურისტი, ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის და ამავე უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის დიპლომს.
პროფესიით იურისტი, ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის და ამავე უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის დიპლომს.
2020 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით;
დამატებითი სპეციალიზაცია:
1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
2. ბავშვთა უფლებები (სამოქალაქო)
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს, როგორც კერძო საადვოკატო პრაქტიკას, აგრეთვე სხვადსასხვა ორგანიზაციაში იურისტად მუშაობას.
მისი საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით იურიდიული პირებისთვის გრძელვადიანი იურიდიული მომსახურეობის, ფიზიკური და იურიდიული პირების ერთჯერადი მომსახურეობის გაწევა.
2019 წლიდან - დღემდე იკავებს სააფთიაქო ქსელ შპს“ ნეოფარმი+“-ის მთავარი იურისტის პოზიციას, ამავდროულად არის უძრავი ქონების კომპანია შპს „ფროფერთი მენეჯმენტის“ და სადისტრიბუციო კომპანია შპს „ნეომედი+“ -ის იურისტი.
საადვოკატო საქმიანობა დაიწყო 2019 წელს სტაჟირებით საადვოკატო ბიუროში „OK&CG”.
პროფესიული საქმიანობის განმავლობაში გავლილი აქვს არაერთი საკვალიფიკაციო და გადამზადების კურსი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის, ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის და სხვა ორგანიზაციების ტრენინგ - კურსები.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.