თამარ ჭალიძე - მედიატორი 2023 წლიდან.
ამჟამად ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე, მედიატორი.პროფესიით იურისტი, ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო სამართლის მაგისტრისა და სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხებს.
თამარის სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: ვალდებულებითი, სანივთო, საოჯახო, მემკვიდრეობითი, შრომითსამართლებრივი, საბანკო დავები, კომერციული დავები.
2013 წლიდან თამარს გავლილი აქვს მედიაციის 60 საათიანი სასერთიფიკატო ტრენინგი, (დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი, თსუ, 2021), ტრენინგი - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები და ქალთა როლი მედიაციაში (შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელი, 2020), ტრენინგი - საოჯახო მედიაცია (დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი, თსუ, EWMI-PROLoG/USAID, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლა, 2017), მედიაციის და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების შესავალი და გაღრმავებული კურსები (თსუ, 2013-2015).
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2014 წლიდან - დღემდე მუშაობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, სხდომის მდივნის (2014), მოსამართლის თანაშემწისა (2014-2022) და მოსამართლის მწერალი თანაშემწის პოზიციებზე (2022-დღემდე), ჩაბარებული აქვს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით (2021), ჩატარებული აქვს მედიაციის ვორქშოფი მოსამართლის თანაშემწეებისთვის (ევროკავშირი საქართველოსთვის, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში, 2019), ასევე - ტრენინგი დავის გადაწყვეტის საშუალებები და აუცილებელი უნარ-ჩვევები (სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრი, 2019), 2015 წლიდან ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას მედიაციის თემატიკაზე, გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სტატია და ბლოგი მედიაციაზე.
სამუშაო ენა: ქართული