თამარ ჭუმბურიძე - მედიატორი 2023 წლიდან
თამარი ამჟამად არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ცვლილებებისთვის“ თანადამფუძნებელი და “ვორლდ ვიჟენ” საქართველოს ფონდის „ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - პროექტის პროფესიული ზედამხედველი სოციალური მუშაობის მიმართულებით.
თამარი ამჟამად არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ცვლილებებისთვის“ თანადამფუძნებელი და “ვორლდ ვიჟენ” საქართველოს ფონდის „ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - პროექტის პროფესიული ზედამხედველი სოციალური მუშაობის მიმართულებით.
პროფესიით სოციალური მუშაკი და იურისტი - 2012 წელს დაასრულა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრის საფეხური, სოციალური მუშაობის მიმართულებით; ამავე უნივერსიტეტში 2014 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სოციალურ მუშაობაში, ხოლო 2022 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრის ხარისხი. თამარს 2019 წელს გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (56 სთ) მხარდაჭერილი გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას:თამარს აქვს არასრულწლოვანების საკითხებზე მუშაობის ათ წლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან დღემდე არასამთავრობო ორგანიზაცია „GCRT” - „ქეის მენეჯერი“ - სოციალური მუშაკი. 2020 წლიდან დღემდე არასამთავრობო ორგანიზაცია „იმერეთის განვითარების ცენტრი“ - პროფესიული ზედამხედველი სოციალური მუშაობის მიმართულებით. 2017-2020 წლებში სსიპ დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს სოციალური მუშაკი. 2013-2020 წლებში დასაქმებული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის პოზიციაზე.
თამარი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტებსა და ტრენინგებში. 2017 წელს გავლილი აქვს ტრენინგი კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან მუშაობის საკითხებში. 2019-2020 წლებში ესწრებოდა ექვს დღიან ტრენინგს „მოტივაციურ ინტერვიუირებაზე“. 2018 წელს მიღებული აქვს ჯილდო „განრიდების“ პროგრამაში განსაკუთრებით წარმატებული საქმიანობისთვის. ასევე ის არის 2020-2021 წლის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის „ლიდერთა სკოლის“ კურსდამთავრებული.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.