თამარ დორეული- მედიატორი 2025 წლიდან
ფსიქოლოგიის დოქტორი. ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრის დიპლომს.
მას გააჩნია მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მისი საქმიანობა გამოირჩევა ტრენინგებისა და სემინარების ფართო სპექტრში მონაწილეობით, აგრეთვე წარმატებული თანამშრომლობით სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციასთან.
2022 წლიდან ასრულებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის ფუნქციებს; 2024 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია; ხოლო 2025 წლიდან — კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2014 წლიდან -დღემდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის პოზიციას იკავებს.
2019–2025 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს“ ლიცენზირების დეპარტამენტის სერვისების მიწოდებისა და აუქციონის ორგანიზების სამმართველოს მთავარ სპეციალისტად. 2025 წლიდან აგრძელებს საქმიანობას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში“ იმავე დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად.
არის ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.