თამარ მორჩილაძე - მედიატორი 2017 წლიდან.
ამჟამად, მსოფლიო ბანკის იურიდიული დეპარტამენტის მრჩეველი, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიმართულებით.
პროფესიით იურისტი, ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (ვაშინგტონი, აშშ) სამართლის მაგისტრის დიპლომს შედარებით საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო დავების მოგვარების, არბიტრაჟისა და მედიაციის სპეციალიზაციით; ოსლოს უნივერსიტეტის (ოსლო, ნორვეგია) სამართლის მაგისტრის დიპლომს საერთაშორისო ეკონომიკურ სამართალში; ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მაგისტრის დიპლომს საერთაშორისო საჯარო სამართალში და ამავე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომს. თამარი ასევე არის საერთაშორისო არბიტრაჟის აკადემიის (პარიზი, საფრანგეთი) და პიტსბურგის და ზაგრების უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული კომერციული სამართლისა და არბიტრაჟის საზაფხულო სკოლის (ზაგრები, ზადარი, ხორვატია) კურსდამთავრებული.
2017 წელს თამარმა გაიარა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ ჩატარებული 56 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგი. 2017 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი. 2021 წლიდან დღემდე არის სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ წევრი (მედიატორთა ერთიანი რეესტრის მედიატორი).
თამარის სამედიაციო პრაქტიკა მოიცავს: კომერციულ, საოჯახო და შრომით დავებს.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2010-2019 წლებში, თამარმა დააგროვა როგორც საჯარო სამსახურში (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, მთავარი სპეციალისტი), ასევე კერძო სექტორში (Dechert Georgia; BGI Legal)მუშაობის გამოცდილება. 2017-2018 წლებში თამარი ასევე უძღვებოდა საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის სალექციო კურსს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული და ესპანური.