ENG

მედიატორი

თამილა გაბაიძე

მედიატორი
სიითი N0191
სასამართლო მედიატორი

თამილა გაბაიძე _ მედიატორი 2023 წლიდან

ამჟამად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი და ადვოკატი საერთო, ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციით. მანამდე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში: „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ანალიტიკოსის პოზიციაზე პროექტისთვის „პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ იურისტ-კონსულტანტის პოზიციაზე.

2014 წელს დაასრულა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2018 წელს კი დაასრულა მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ევროპული და საერთაშორისო ბიზნეს-სამართლის მიმართულებით.

2021 წლიდან არის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის წევრი. 2020 წლიდან წარმომადგენლობას უწევს დასაქმებულებს კოლექტიური შრომითი და ინდივიდუალური სასამართლო დავების მედიაციაში.

2022 წლის ივლისში მონაწილეობა მიიღო შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკასა და საერთაშორისო სტანდარტების თაობაზე ჩატარებულ ბენჩ-ბარში (მოსამართლეებისა და ადვოკატების შეხვედრა).

გარდა ამისა, მიღებული აქვს არაერთი სერტიფიკატი სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე: თანასწორობა, სექსუალური შევიწროება, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, ევროკავშირის სამართლის იმპლემენტაცია, ინტელექტუალური სამართალი, მედიაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, საგადასახადო სამართალი და სხვ.

სამუშაო ენა: ქართული.

უკან