ENG

მედიატორი

ტარიელ სიხარულიძე

მედიატორი
სიითი N0108
სასამართლო მედიატორი
ტარიელ სიხარულიძე - მედიატორი 2022 წლიდან.

ტარიელის სამედიაციო კარიერა დაიწყო კოლექტიურ შრომით დავებში და ამჟამად არის კოლექტიური შრომითი დავების მედიატორთა რეესტრის მედიატორი და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი. ამავდროულად მედიატორის უნარ-ჩვევების დახვეწის მიზნით გავლილი აქვს რამოდენიმე ტრენინგი, მათ შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული 80 საათიანი კურსი.

ტარიელის როგორც ტრენერის საქმიანობის არეალი უკავშირდება მედიაციას, მოლაპარაკებებს, კონფლიქტების მართვას, მენეჯმენტს და ე.წ. people skills განვითარებას. სამუშაო გეოგრაფიული არეალი საკმაოდ ვრცელია და მოიცავს, როგორც კავკასიის და ევროპის ქვეყნებს, ასევე აფრიკის კონტინენტს. აუდიტორია ასევე ფართოა: კერძო კომპანიები და ბიზნესს სკოლები (ESSEC, NEOMA, EM LYON, CIIM), საგარეო საქართველოს საქმეთა სამინისტრო, სამხედრო კონტნტინგენტი (ECOLE de GUERRE), არასამთავრობო სექტორი. ასევე, მისი პროფესიიდან გამომდინარე უწევს სპეც ტრენინგების შემუშავება და ჩატარება ზოგიერთ კონფლიქტურ წერტილში.

როგორც ქოუჩი ტარიელი ცდილობს დაეხმაროს კლიენტებს მათი პიროვნულ ზრდაში და იმ ბარიერების გადალახვაში, რომლთა წინაშე ისინი არიან. მისი ქოუჩინგი მიმართულია ლიდერობაზე, ზრდაზე, პიროვნულ განვითარებაზე, გუნდის მართვაზე, კომუნიკაციაზე, მოლაპარაკებებსა და მედიაციაზე.

ტარიელს სჯერა რომ, მოლაპრაკებებსა და მედიაციას შეუძლიათ რეალურად შემოიტანონ განსხვავება ადამიანების ურთიერთობებში. როგორც ამბობდა მარშალ როზენბერგი „ჩვენ შეგვიძლია გადავჭრათ კონფლიქტი 20 წუთში, მას შემდეგ რაც გავიგებთ მხარეების რეალურ საჭიროებებს.“

 
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, ფრანგული,  და რუსული.
უკან