თათია თურაზაშვილი- მედიატორი 2023 წლიდან.
ამჟამად გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი ევროპისმცოდნეობის სპეციალიზაციით. თათია ამჟამად შპს „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ იურისტია.
ამჟამად გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი ევროპისმცოდნეობის სპეციალიზაციით. თათია ამჟამად შპს „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ იურისტია.
2019 წელს თათიამ გაიარა პრაქტიკა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ - „ჩემს ადვოკატში“,2016 წლიდან 2023 წლამდე თათია იყო ახალგაზრდა ევროპელი ელჩი საქართველოდან, აღნიშნული პროექტი “EU Neighbours East”-ის მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში თათია აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.2021 წელს თათიამ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხური, ხოლო 2023 წელს კი წარჩინებით დაამთავრა სამართლის მაგისტრატურა ჩინეთში, პეკინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
თათიას მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ კონფერენციასა თუ კონკურსში. მათ შორის აღსანიშნავია: 2019 წლის აპრილში თათიამ 1-ლი ადგილი დაიკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის მერიის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“.
2020 წლის აგვისტოს თათიამ გაიმარჯვა და მოხვდა ტოპ 10 გამარჯვებულს შორის საერთაშორისო კონფერენციაში „World Asian Case Competition”, სადაც იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობდა და ეჯიბრებოდა მსოფლიოს მასშტაბით ისეთი უნივერსიტეტის სტუდენტებს, როგორიცაა კემბრიჯი, სეულის ეროვნული უნივერსიტეტი და ა.შ.
ასევე თათია მონაწილეობდა მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ იმიტირებულ პროცესში, კერძოდ, 28-ე ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული პროცესში საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში და მე-19 ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული პროცესში აღმოსავლეთში საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.