ENG

მედიატორი

ტატიანა მარგალიტაძე

მედიატორი
N0259
ტატიანა მარგალიტაძე - მედიატორი 2024 წლიდან

ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „GDF“-ის მთავარი იურისტი/პროექტების მენეჯერი.

პროფესიით იურისტი, დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მოპოვებული აქვს სამართალმცოდნეობის ბაკალავრის და მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამჟამად სწავლობს TUSCIA-ს უნივერსიტეტის (იტალია) უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების სამაგისტრო პროგრამაზე.

2021 წლიდან  დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის წევრი.2021 წელს იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საიმიგრაციო სამართლის სამუშაო ჯგუფის წევრი.2016 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

პროფესიული გამოცდილება: აქვს იურისტად და ადვოკატად მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება ადგილობრივ  და უცხოურ ბიზნეს სექტორში,  სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთვარობო ორგანიზაციებში. 2010-2012 წლებში მუშაობდა სამედიცინო დაწესებულების ქსელის იურისტად. 2012-2013 წლებში “Money Movers” LLC იყო იურიდიული სამსახურის უფროსი. 2013-2016 წლებში მუშაობდა, საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიაში მთავარ იურისტად, პარალელურად იყო საქველმოქმედო ორგანიზაციის მთავარი იურისტი. 2017-2022 წწ. გახლდათ სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამართლებრივიუზრუნველყოფისგანყოფილების უფროსი. 2014-2023 წლებში ახორციელებდა კორპორატიული იურისტის საქმიანობას სხვადასხვა კერძო კომპანიაში, მათ შორის: შპს „ვოიაჟერი“ (წამყვანი ტურ-ოპერატორია საქართველოში, რომელმაც შემოიყვანა  flydubai, Jazeera Airways, Gulf Air და სხვა ავიაკომპანიები საქართველოში); შპს „ვიონი“ („სელფი“), შპს „კახურ ტრადიციულ მეღვინეობა“-ს (კტვ) და სხვა. ასევე 2019 წელს აქტიურად იყო ჩართული შრომის უსფართხოების გზამკვლევის შემუშავებაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სფეროში დასაქმებული პირებისთვის ააიპ „შრომის უსაფრთხოების კვლევის ცენტრი“-ს ბაზაზე.

განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ააიპ „GDF“-თან თანამშრომლობით, ასევე აქვს საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლებებზე მუშაობის გამოცდილება.
გავლილი აქვს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სერთიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურინი პროგრამა. გარდა ამისა, მიღებული აქვს არაერთი სერტიფიკატი სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. 

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
უკან