თეონა კვენეტაძე - მედიატორი 2025 წლიდან.
პროფესიით ფსიქოლოგი, პიარის სპეციალისტი, სამოქალაქო და სპეციალური განათლების მასწავლებელი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პანევროპული პროგრამის სტუდენტი.
ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ბაკალავრის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრის დიპლომებს. ასევე, აქვს, სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მიმართულება: სამოქალაქო განათლება) და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის გადამზადების 6-თვიანი პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ამჟამად იგი სწავლობს მენტალური ჯანმრთელობის აკადემიის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პანევროპულ პროგრამაზე.
მისი პროფესიული გამოცდილება მრავალფეროვანია და მოიცავს ფსიქოკონსულტირების, განათლებისა და კვლევის მიმართულებებს. ამჟამად თეონა მუშაობს როგორც კერძო ფსიქოკონსულტანტი და არის საკონსულტაციო, საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის „119“-ის დამფუძნებელ-დირექტორი. იგი ახორციელებს პედაგოგიურ პრაქტიკას ცენტრში, არის სხვადასხვა ტრენინგის ავტორი და ტრენერი. აქვს ტრენერთა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ახლო წარსულში პედაგოგიურ პრაქტიკას ახორციელებდა კოლეჯში, სადაც ასწავლიდა სამოქალაქო განათლებას. მონაწილეობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში და დაკავებული იყო საქართველოში კანონიერად მომუშავე სხვადასხვა სექტორის შესწავლით. წარსული გამოცდილებიდან გამოარჩევდა „ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობაში აქტივისტად ყოფნის პერიოდს, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სფეროში მოღვაწეობისა და მიუსაფარ ბავშვთა სახლში აღმზრდელად მუშაობის პერიოდს.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური