ENG

მედიატორი

ვიქტორია-სოფიო ხუციშვილი

მედიატორი
სიითი N0326
ვიქტორია-სოფიო ხუციშვილი - მედიატორი 2025 წლიდან


ვიქტორია-სოფიო საქართველოში სერტიფიცირებული ადვოკატი და მედიატორი. იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი. ამჟამად მუშაობს სამართლებრივი მრჩევლის პოზიციაზე იურიდიულ ფირმებში „სუქნიძე და პარტნიორები“ და „მიგრიაული და პარტნიორები“.

ვიქტორია-სოფიო ფლობს ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (IIT) ჩიკაგო-კენტის სამართლის კოლეჯის მაგისტრის ხარისხს (LL.M.) აშშ-ის, საერთაშორისო და ტრანსნაციონალური სამართლის სპეციალობით, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის (LL.M.) და ბაკალავრის (LL.B.) ხარისხებს. სხვა მრავალ პროფესიულ კურსთან ერთად, გავლილი აქვს Edwards Mediation Academy-ს (EMA) მედიაციის 60-საათიანი პროგრამა.


სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური და რუსული.
უკან