ENG

მედიატორი

ხათუნა გოდერძიშვილი

მედიატორი
სიითი N0102
სასამართლო მედიატორი
ხათუნა გოდერძიშვილი - მედიატორი 2022 წლიდან

პროფესიით იურისტი, ამჟამად საერთო სპეციალიზაციის ადვოკატია (საადვოკატო პრაქტიკა - სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაცულ საქმეები). ასევე სერთიფიცირებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა უფლებათა დაცვის სფეროში.

2019 წელს გავლილი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და თბილისის ღია უნივერსიტეტის (TOU) მიერ მხარდაჭერილი სასერთიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (40 სთ).

1990 წელს დაამთავრა თსუ იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. ხოლო 1989წ. თსუ საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი რუსული ენის სპეციალობით. 2002წ წარმატებით გაიარა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ადვოკატთა მოსამზადებელი კურსი. 1994-2005წწ იყო გლდანის რაიონის ადვოკატი, 2005 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი და მისი წევრი. იგი წლების განმავლობაში უზიარებდა საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას თბილისის ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტის სტუდენტებს. 1994 წლიდან ჩაბმულია სხვადასხვა სამართლებრივ პროცესებში, აქტიურად იმაღლებს საკუთარ განათლებასა და კომპეტენციას, რაც ქართულ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად გადამზადებებით, ტრენინგებითა და აქტიურ სამუშაო შეხვედრა -სემინარებში მონაწილეობით აისახება. სერთიფიცირებულია საქართველოში ნორვეგიის მრჩეველთა უზენაესობის მისიის (NORLAG), ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA ROLI), ეუთოს მისიის (USAID), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ ორგანიზებულ პრაქტიკულ სემინარებში.

სამუშაო ენები: ქართული, რუსული.
უკან