ENG

მედიატორი

ზაზა პაპიძე

მედიატორი
სიითი N0077
სასამართლო მედიატორი
ზაზა პაპიძე - მედიატორი 2022 წლიდან.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი, სპეციალიზებული ადვოკატი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში და ბავშვთა უფლებები (სამოქალაქო), აჭარის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
.
პროფესიით იურისტი, ფლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომს და თბილისის პოლიტიკური აკადემიის მაგისტრის დიპლომს.

2019 წელს ზაზას გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (40 სთ.) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა (GBA) და თბილისის ღია უნივერსიტეტის (TOU) მიერ.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2010 წლიდან სტაჟიორ ადვოკატი, 2011 წლიდან საქართველოს ადვოკატა ასოციაციის წევრი ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით, 2015 წ თურქული კომპანია სს" სამშენებლო სამრეწველო და სავაჭრო ფირმა ეჯეთაშის"-ის საქართველოს ფილიალის იურისტი, 2015 წლიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზებული ადვოკატი, 2016 წელი აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს რეესტრის მიწვეული ადვოკატი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. 2018 წლის თებერვლიდან აჭარის რეგიონის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, 2019 წლიდან მენტორი ადვოკატი.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
უკან