აღმასრულებეილი საბჭოს წევრი - 2019 წლიდან
ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს, მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი/მედიატორი; საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
პროფესიით იურისტი ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო და ადმინისტრაციული სამართლის მაგისტრის დიპლომს, ასევე სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომს.
2017 წლიდან ელენეს გავლილი აქვს - თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ ჩატარებული 56 საათიანი მედიატორთასასერტიფიკატო ტრენინგი. სტატუსით არის აკრედიტებული მედიატორი.
2018 წელს ასევე გავლილი აქვს ტრენერთა ტრენინგი (TOT) მედიაციაში - დავების ეფექტური გადაწყვეტის ცენტრისა (CEDR) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით; 2017 წლიდან - დღემდე იკავებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორის პოზიციას.
ელენეს სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: საოჯახო, ვალდებულებითი (სახელშეკრულებო, სასესხო, საბანკო და მიკროსაფინანსო დავები), სანივთო და სხვა დავები.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2012 – 2016 წლებში იყო წამყვანი სპეციალისტი - თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2011 - 2012 წწ - იურისტი - Archil Mchedlidze’s Law Practice.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.