ENG

საბჭოს წევრები

ნინა გერსამია

ნინა გერსამია აღმასრულებელი საბჭოს წევრი 2026 წლიდან

ნინა გერსამია არის იურისტი, ადვოკატი, აკრედიტირებული მედიატორი, სერტიფიცირებული ტრენერი და სამართლის დოქტორანტი. 2008 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი კერძო სამართლის მიმართულებით, 2022 წლიდან - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი, ხოლო 2026 წლიდან - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

2022 წლიდან ხელმძღვანელობს დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის - მედიაციის ცენტრს, რომლის მიზანია მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ეფექტიანი, ხელმისაწვდომი და თანამედროვე მექანიზმის განვითარება და პოპულარიზაცია. მისი საქმიანობა მოიცავს მედიაციის მიმართულებით საგანმანათლებლო, კვლევითი და პრაქტიკული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, პროფესიული უნარების განვითარებას, სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტებისათვის პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობას, ასევე კერძო მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებასა და მედიაციის კულტურის განვითარებას.

ნინა გერსამია არის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალის წევრი, ლექტორი და ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2023 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

2006 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ფლობს სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიურ ხარისხებს. 2003–2005 წლებში გაიარა პედაგოგიკის 60-კრედიტიანი პროგრამა და მიენიჭა სამართალმცოდნეობის მასწავლებლის კვალიფიკაცია. 2006 წლიდან აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

როგორც სერტიფიცირებულ ტრენერს, ჩატარებული აქვს მედიაციის, მოლაპარაკების, ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტის მართვის მიმართულებით არაერთი ინტერაქტიული და პრაქტიკული ტრენინგი, საჯარო ლექცია და მასტერკლასი. იგი არის მრავალი პროფესიული პროექტის, კონკურსის, სამეცნიერო კონფერენციისა და სიმპოზიუმის ინიციატორი, ორგანიზატორი, ტრენერი და მომხსენებელი.

2020 წელს წარმატებით დაასრულა მედიაციის 60-საათიანი სასერტიფიკატო პროგრამა. მისი სამედიაციო პრაქტიკა მოიცავს შრომით, საოჯახო, სახელშეკრულებო, სამეზობლო, საბანკო-საფინანსო, ვალდებულებით და სხვა სამოქალაქო კატეგორიის დავებს.

მისი პროფესიული განვითარება მოიცავს მედიაციის, მედიატორის უნარების, მოლაპარაკების, ტრენერთა მომზადებისა და სამართლებრივი განათლების მიმართულებით განხორციელებულ არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამას, მათ შორის USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელებულ ტრენინგებს.

მისი პროფესიული გამოცდილება აერთიანებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში საქმიანობას. 2006–2011 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე, სადაც მონაწილეობდა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და მასშტაბური პროექტების განხორციელებაში. 2014 წლიდან დღემდე არის კომპანია K&K Consulting-ის მთავარი იურისტი.
ნინა გერსამია აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, კონფერენციებში, სემინარებსა და პროფესიულ პროექტებში. არის სამეცნიერო პუბლიკაციებისა და მედიაციის სფეროში ნაშრომების ავტორი და თანაავტორი, მათ შორის მედიაციის კანონის ოფიციალური კომენტარების თანაავტორი.

სამუშაო ენები: ქართულ, რუსული, ინგლისური. გერმანული - საწყისი დონე.
უკან
საბჭოს სხვა წევრები
ყველა
ტარიელ სიხარულიძე
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Quia quo laborum commodi natus exercitationem a laboriosam iste ea, incidunt quas, voluptas, rerum quod sit hic! Voluptatibus voluptas a officiis blanditiis perspiciatis velit corporis, rem libero ad est, corrupti dignissimos nobis, veniam repellat nam, doloribus possimus. Officiis, nobis. Nam, rerum expedita!
ანა ხურციძე

თამარ იმნაიშვილი

ელენე ორჯონიკიძე